საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ვაჟა მარგველაშვილი რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა:
”ძალიან ცუდი რამ ხდება უკრაინაში, მაგრამ ვხედავთ უკრაინელები როგორი მებრძოლი ხალხი არიან და მინდა ვუსურვო გამარჯვება.
ყველა ქართველმა ვიცით ომი რას ნიშნავს და იმედი მაქვს ეს ყველაფერი მალე მორჩება. დიდება და გამარჯვება უკრაინას!” – განაცხადა ვაჟა მარგველაშვილმა.





