ბრძოლა წესების გარეშეს ქართველ გულშემატკივრებს მალე დიდი ვნებათაღელვა ელით. 20 მარტს, რომან დოლიძე UFC-ის ეგიდით მორიგჯერ იჩხუბებს. ჩვენებური მებრძოლის მეტოქე ამერიკელი ტრევინ ჯაილსი იქნება.
Mma Fighting-ის ინფორმაციით, ამერიკელ სპორტსმენს დრიკუს დე პლესისისთან უნდა ეჩხუბა, თუმცა ამ უკანასკნელს აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები, კერძოდ კი სავიზო დაბრკოლება შეექმნა. ამიტომაც, გადაწყდა, რომ მას სწორედ რომან დოლიძე ჩაანაცვლებდა.
ტრევინ ჯაილსი საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი სპორტსმენია. ამაზე მისი შედეგებიც მეტყველებს – 13 მოგება და 2 მარცხი.
რომან დოლიძე კი ოქტაგონზე დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით გავა. ქართველ სპორტსმენს 8 მოგება აქვს და როგორც უკვე ვთქვით არცერთხელ წაუგია. კონკრეტულად UFC-ის ფარგლებში კი დოლიძემ ორჯერ იჩხუბა. ჩვენებურმა ჯერ ხადიგ იბრაგიმოვი გალახა, ხოლო შემდეგ მის გზას ჯონ ალანსი გაუყენა.








