UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე 5 დეკემბერს გასამართ ბრძოლას ჯანმრთელობასთან არსებული პრობლემების გამო ჩაეხსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის სპორტსმენს კორონავირუსის გადატანის შემდეგ გარკვეული პრობლემები დარჩა, რის გამოც ალენთან ბრძოლისთვის რეაბილიტაციას ვერ ასწრებს.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად რომანს ბრძოლა კაილ დაუკაუსის წინააღმდეგ 14 ნოემბერს უნდა გაემართა, თუმცა ქართველ მებრძოლს COVID 19 დაუდასტურდა, რის გამოც აღნიშნული დაპირისპირება გაუქმდა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება რომან დოლიძე ოქტაგონს.








