2021 წელი UFC-ს ქართველი მებრძოლებისთვის წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ წელიწადი დაუმარცხებლად გიგა ჭიკაძემ, მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ დაასრულეს. ლიანა ჯოჯუა კი მოგეხსენებათ UFC-ში აღარ გამოდის.
ასე გამოიყურება ქართველ მებრძოლთა წლიური გამომუშავებული თანხა:
გიგა ჭიკაძე – 276.000$ (2 ბრძოლა)
მერაბ დვალიშვილი – 186.000$ (2 ბრძოლა)
რომან დოლიძე – 68.000$ (2 ბრძოლა)
ილია თოფურია – 44.000$ (1 ბრძოლა)
ლიანა ჯოჯუა – 12.9000$ (1 ბრძოლა)
საგულისხმოა, რომ გიგა ჭიკაძე და მერაბ დვალიშვილი 2022 წელს შესაძლოა, საჩემპიონო ქამარზე ბრძოლაშიც ვიხილოთ. ოირვე მათგანი რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე იმყოფება.







