ოფიციალურად, მადრიდის რეალის 22 წლის ნორვეგიელი გამთამაშებელი მარტინ ედეგორი იჯარით სეზონის ბოლომდე ლონდონის არსენალში ითამაშებს.
✍️ It's øfficial… 😉 pic.twitter.com/4eV5gNjK3x
— Arsenal (@Arsenal) January 27, 2021
ახალგაზრდა ფეხბურთელი ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით „სამეფო გუნდში“ მცირე სათამაშო დრო უჩიოდა, საბოლოოდ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ის უკვე ლონდონშია.
ფეხბურთელის აგენტის თქმით, ედეგორი ფეხბურთის თამაშს მოწყურებულია, რის გამოც, მან წასვლა ითხოვა და კლუბის ხელმძღვანელებმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ნორვეგიელი ლონდონურმა გუნდმა უკვე წარადგინა, ის გუნდში 11 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რომელიც ლუკას ტორეირას წასვლის შემდეგ თავისუფალი იყო.
🇳🇴 1️⃣1️⃣ 🇳🇴
🛒 Get ready to represent Martin now on Arsenal Direct 👇
— Arsenal (@Arsenal) January 27, 2021
აღსანიშნავია, რომ იჯარა „მშრალია“ და გამოსყიდვის ოფციას არ შეიცავს, თუმცა მისი დასრულების შემდეგ, გუნდები მოლაპარაკების მაგიდას კიდევ ერთხელ მიუჯდებიან და შესაძლოა ის არსენალმა სრულფასოვნადაც გამოისყიდოს.








