ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიური თამაშების მეოთხე საშეჯიბრო დღეს ქართველმა პარასპორტსმენებმა 2 მედალი მოიპოვეს.
ძიუდოს ტურნირის დასკვნით დღეს ფინალში გასვლა ორმა პარაძიუდოისტმა, ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ შეძლეს, თუმცა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ორივე მათგანი დამარცხდა.
ინა ქალდანი ფინალი ბრაზილიელ ალანა მადლონადოსთან ვაზარით დათმო, რევაზ ჩიკოიძე კი ირანელ მოჰამადეზა ხეიროლაჰზადეჰთან ტრავმის გამო, შებოჭვით დამარცხდა. შესაბამისად, ორივე პარაძიუდოისტი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 3 ვერცხლის მედალია. ჩიკოიძის და ქალდანის გარდა, აღნიშნული სინჯის მედალი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა.








