19 წლის მეკარე, ლუკა ხარატიშვილი კარიერას ქობულეთის “შუქურაში” გააგრძელებს. ინფორმაციას აჭარული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ახალგაზრდა მეკარე ქობულეთურ გუნდს ბათუმის “დინამოდან” შეუერთდა.
ბათუმის “დინამოში” ლუკა ხარატიშვილი გიორგი ბეგაშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც გია გეგუჩაძის გუნდს მარტვილის “მერანიდან” შეუერთდა.
ლუკა ხარატიშვილი საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარი მეკარე გახლავთ.





