ამერიკის ღია პირველობის პირველ საკვალიფიკაციო წრეში მარიამ ბოლქვაძემ სამ სეტში დაამარცხა 19 წლის უკრაინელი დარია სნიგური: 7:5, 4:6, 6:4.
მატჩი საათსა 45 წუთს გაგრძელდა, მარიამს ტრავმის გამო, მე-3 სეტში სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.
ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეშია, სადაც მე-3 ნომრად განთესილ ემა რადუჩანუს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მარიამის საუკეთესო შედეგი ძირითადი ბადის მე-2 წრეში თამაშია. მაშინ მან 4 ორთაბრძოლა მოიგო და მე-2 წრეში ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან დამარცხდა.








