ესტონეთის ქალაქ ჰააბნეემეში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს მარიამ ბოლქვაძე გამოეთიშა. მე-4 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში უკრაინელ დარია ლოპატეცკასთან 6:2, 6:7 (3:7), 3:6 დამარცხდა.
ბოლქვაძე ამჯერად მონაწილეობას არ იღებს წყვილთა გათამაშებაში.
შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ბრიტანელ სამანტა მარი შარანთან ერთად, პუატიეს 80-ათასიანი ტურნირი მოიგო. ამ წარმატების წყალობით, მარიამი WTA-ს წყვილთა რეიტინგში ერთბაშად 104 ადგილით დაწინაურდა და 349 ქულით 259-ე ადგილზე გადაინაცვლა.








