მარიამ ბოლქვაძემ გერმანიის ქალაქ ალტერკინჰენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა საწყის შეხვედრაში მასპინძელი ანგელინა ვინგერი 2 სეტში – 6:4, 6:2 დაამარცხა.
მომდევნო ეტაპზე მარიამის მეტოქე ესპანელ ხორხიანა გარსია-პერესისა და შვეიცარიელ სიმონა ვალტერტის წყვილის გამარჯვებული იქნება.
ცნობისთვის, ბოლქვაძე ალტერკინჰენის ტურნირზე წყვილთა თანგრიგშიც, ბრიტანელ სამანტა მარისთან ერთად ასპარეზობს, რომლებმაც მერვედფინალში რუსულ-ლატვიური წყვილი მარტივად – 6:0, 6:2 დაამარცხეს.







