ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში “ბეტისი” “ბადალონასთან” 2 ქულის სხვაობით 82:84 დამარცხდა.
ბექამ ბურჯანაძემ ჯამში 25:29 წუთი ითამაშა. მან ამ დროში 11 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 3 ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
“ბეტისი” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში 11 წაგებით მე-18 ადგილზეა. ბექა ბურჯანაძის გუნდი შემდეგ შეხვედრაში “ბასკონიას” დაუპირისპირდება.








