ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურში ბექა ბურჯანაძის “ბეტისი” შინ “ბილბაოსთან” 71:88 დაამარცხა.
ბურჯანაძემ ჯამში 5:41 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 3-ს გაუტოლდა.
“ბეტისს” 13 წაგება აქვს და ბოლო, მე-18 ადგილს იკავებს. ბექა ბურჯანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს, “ბრეოგანის” წინააღმდეგ გამართავს.








