საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთს ესტუმრა და 28 ქულის სხვაობით, 89:61 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის კალათბურთელმა განვილილი მატჩი შეაფასა.
„ესპანეთის ნაკრები კარგად დაბალანსებული გუნდია, ყველა რგოლში მაღალი ხარისხის კალათბურთელები ჰყავს. კარგად დავიწყეთ, ვიბრძოლეთ, თუმცა ერთ მომენტში მეტოქემ დიდი სხვაობით გაგვასწრო და დიდი მცდელობის მიუხედავად თამაშის შემოტრიალება ვერ შევძელით“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ქართველი კალათბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს 2022 წლის თებერვალში, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამართავენ.








