საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩში ჩრდ. მაკედონიის ნაკრები სტუმრად 79:65 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ციკლის მომდევნო რაუნდში თამაში ნაადრევად გაინაღდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და კალათბურთელებმა განვლილი თამაში შეაფასეს და ამასთან, უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი პოზიციაც დააფიქსირეს.
ილიას ზუროსის გუნდს მესამე და დასკვნით სანაკრებო ფანჯარაზე თამაში უკვე 2022 წლის ივლისში მოუწევს. ქართველი კალათბურთელები 1 ივლისს ჯერ უკრაინას ესტუმრებიან, ბოლო შეხვედრაში კი 4 ივლისს, თბილისის სპორტის სასახლეში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.