მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიის ქალაქ მონტემორუნოვუში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით აგრძელებს. 23 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც WTA-ის რეიტინგში 221-ეა, ITF ტურნირის ნახევარფინალში 21 წლის იაპონელ მაია ჰონტამასს შეხვდა და ორ სეტში – 6:4, 6:4 გაიმარჯვა.
იაპონელმა ქართველ ჩოგბურთელს ორივე სეტში დიდი წინააღმდეგობა წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მარიამმა ფინალის საგზური მოპოვება მაინც მოახერხა.
პირველი წრე – მარიამ ბოლქვაძე 6:4, 6:1 აკიკო ომაე (იაპონია)
მეორე წრე – მარიამ ბოლქვაძე 6:3, 6:1 ინგრიდ გამარა მარტინსი (ბრაზილია)
მესამე წრე – მარიამ ბოლქვაძე 6:3, 6:1 ჯესიკა პონშე (საფრანგეთი)
მეოთხე წრე – მარიამ ბოლქვაძე 6:4, 6:4 მაი ჰონტამა (იაპონია)
ქართველი ჩოგბურთელი ფინალს 13 ივნისს ითამაშებს, მისი მეტოქე კი პორტუგალიელ ფრანსისკა ჟორჟესა და ბრაზილიელ ბეატრის ჰადად მაიას შორის გამარჯვებული იქნება.








