მანჩესტერ სიტიში კორონავირუსით კიდევ ორი ფეხბურთელი დაინფიცირდა. ინფორმაციას სიტის ოფიციალური Facebook-გვერდი ადასტურებს.
მათივე ცნობით, ვირუსით მეკარე სკოტ კარსონი და 18 წლის ნახევარმცველი, კოულ პალმერი დაინფიცირდნენ. ასევე, ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულია სტაფის ერთ-ერთი წევრი, რომლის ვინაობასაც კლუბი არ ასაჯაროებს.
საერთო ჯამში, ბოლო დღეების განმავლობაში „ქალაქელებში“ ვირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულები არიან კლუბის ფეხბურთელები – კაილ უოკერი, ერიკ გარსია და გაბრიელ ჟეზუზიც.
საგულისხმოა, რომ დღეს „კარაბაოს თასის“ ნახევარფინალური შეხვედრა უნდა გაიმართოს, თანაც მანჩესტერული დერბი. თბილისის დროით 23:45 წუთზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ოლდ ტრაფორდზე“ პეპ გუარდიოლას გუნდს უმასპინძლებს.








