საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირებამდე 1 კვირაზე ნაკლები რჩება. 7 თებერვალს ბორჯაღლოსნები რუს დათვებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ და ამით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონზე გამოსვლას დაასრულებენ.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირებას მრავალი დასამახსოვრებელი მომენტი ახლავს. ერთ-ერთი ასეთი კი მამუკა გორგოძის ჭიდაობაა, რომელიც გულშემატკივარმა საკმაოდ კარგად იცის. თუმცა, ამბობენ, რომ გადამეორება ცოდნის დედააო და ჩვენც კიდევ ერთხელ გავიხსენოთ აღნიშნული ეპიზოდი.








