რეკლამა
Primesport.ge
ხუთშაბათი, თებერვალი 2, 2023
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
No Result
View All Result
Primesport.ge
No Result
View All Result

კრიტიკას ვერ უძლებდა შეჯგუფებებში თამაში… იქნება ცვლილებები – ლევან მაისაშვილმა რუმინეთთან და ესპანეთთან მატჩზე ისაუბრა

14:09 2022/03/16
0 0
149
SHARES
827
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა რუმინეთთან მატჩზე ისაუბრა. გამარჯვების მიუხედავად, ჩვენი გუნდის დამრიგებელი რიგი სათამაშო კომპონენტებით უკმაყოფილო დარჩა:

„რუმინეთთან გასვლით შეხვედრაში გამარჯვებას ვგეგმავდით და მიზანს მივაღწიეთ, რაც ძალიან კარგია, თუმცა არ იყო მარტივი თამაში. ამას ველოდით, რადგან რუმინეთისთვის გამარჯვება ბოლო შანსი იყო, რეპეშაჟის გვერდის ავლით მოხვედრილიყო მსოფლიო თასზე. ის საკმაოდ კარგი გუნდია და საკუთარი პროგრესი ზაფხულში, არგენტინასთანაც დაამტკიცა (17:24). მათი მოთამაშეები ფიზიკურად მძიმეები არიან და ზუსტად ვიცოდით რას დაგვიპირისპირებდნენ. მიუხედავად ამისა, მთელ რიგ კომპონენტებში გაგვიჭირდა“.

კრიტიკას ვერ უძლებდა შეჯგუფებებში თამაში – რაქშიც, მოლშიც და შერკინებაშიც პრობლემები გვქონდა, რაც ძალიან საწყენია, რადგან მზადების პროცესში სწორედ ამაზე ვაკეთებდით აქცენტს. ველოდებოდით, რომ რუმინეთი სწორედ ძალისმიერ თამაშში ეცდებოდა უპირატესობის მოპოვებას და ვემზადებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, უპირატესობის მოპოვება ვერ მოვახერხეთ. ვეცდებით შემდეგი თამაშისთვის ამ არეალში უკეთესები ვიყოთ.

გვქონდა ინდივიდუალური პრობლემებიც. ტექნიკური წუნის გამო რამდენჯერმე პირველი ბურთი ვერ ავიღეთ. როგორც წესი, ამ მოთამაშეებს მსგავს სიტუაციებში ასეთი შეცდომები არ მოსდით ხოლმე, თუმცა ხანდახან ასეც ხდება. ბევრი ჯარიმა ავიღეთ, რაც გარკვეულწილად იმით იყო განპირობებული, რომ შეჯგუფებებში მეტოქემ პრობლემები შეგვიქმნა და 20 წუთი კაცნაკლულები ვიყავით. გვქონდა 3 საწყენი ჯარიმა. ეს არ იყო ის ეპიზოდები, როდესაც მეტოქემ კაცნაკლულობისა თუ დომინაციის შედეგად წნეხში მოგვაქცია. უკვე ტრადიციად ვაქციეთ და როგორც რუმინეთთან, ასევე ესპანეთთან მატჩის წინ, ნიკა ამაშუკელი შეკრებაზე ჩვენთან ერთადაა და დიდ სამუშაოს ვატარებთ, მაგრამ ფაქტია, ემოცია ჯერ კიდევ ჭარბობს.

სამწუხაროდ, მსაჯი, რომელიც ამ თამაშზე იყო დანიშნული წინა დღით შეიცვალა – დანიშნეს 7-კაცას უელსელი მსაჯი, რომელსაც 15-კაცა რაგბში გამოცდილება არ ქონდა და ამან მატჩის მსვლელობას კვალი დაატყო. მიმაჩნია, რომ ყვითელი ბარათი ორივე შემთხვევაში ზედმეტი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ უნდა შევძლოთ მსგავსი სიტუაციების პრევენცია. 20 წუთით კაცნაკლულად თამაშმა ჩვენზე დიდი გავლენა იქონია, განსაკუთრებით მეორე ყვითელმა, როდესაც მოედანზე 9 ნომრის გარეშე დავრჩით. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში მოვახერხეთ მობილიზება, მეტოქეს არ მივეცით მეტობის გამოყენების შესაძლებლობა და პირიქით, ორივე შემთხვევაში იქით შევძელით ლელოს გატანა“, – განაცხადა მაისაშვილმა.

„ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ესპანეთთან მატჩზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ნაკრები 20 მარტს, „დინამო არენაზე“ გამართავს. ლევან მაისაშვილის თქმით, აღნიშნულ დაპირისპირებაში ჩვენი გუნდის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება:

„გვქონდა აღდგენა, ძირითადი ვარჯიშები კი ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გვექნება. გვაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები. თორნიკე ჯალაღონიას ტრავმები გაუმიზეზდა და დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესპანეთთან დაგვაკლდება. გამოჯანმრთელდა და დაგვიბრუნდა ოთარ გიორგაძე, ასევე ბექა გორგაძე. გვაქვს მცირე ტრავმები და იმედს ვიტოვებ, რომ ხვალიდან ყველა მწყობრში იქნება.

გაფართოებულ შემადგენლობაში აღარაა ნიკო აფციაური. ორ ფრონტზე გვიწევს მუშაობა, რადგან ‘შავი ლომი’ ქარი ქაფისთვის ემზადება. პირველ ეტაპზე, რომელიც სამ თამაშს მოიცავს, გუნდს ნაკრების რამდენიმე მოთამაშე გამოაკლდება. სამხრეთ აფრიკაში შიდა ჩემპიონატისა და 20-წლამდელებით შევსებულ გუნდს ლადო კილასონია წაიყვანს, რის შემდეგაც „შავი ლომი“ შინ დაბრუნდება და რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალს ვითამაშებთ. დატვირთული და საინტერესო კალენდარი გვაქვს და ნიკოს პირველ ეტაპზევე მოუწევს ‘შავ ლომთან’ ერთად გამგზავრება. ნახევარფინალის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში უკვე სრული შემადგენლობით დავბრუნდებით.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კი, ესპანეთთან ფაქტობრივად ფინალი, განსაკუთრებული შეხვედრა გვექნება. მეტოქე მსოფლიო თასზე უკვე გავიდა და ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ითამაშებს. ის თბილისში მოსაგებად ჩამოვა, რადგან დასაკარგი არაფერი აქვს. კარგად გვესმის, რომ ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი გველის, რადგან ესპანეთი დაბალანსებული გუნდია, როგორც ძალისმიერი, ასევე ტექნიკური კუთხით და სრული მონდომებით ვემზადებით.

საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ. ასევე გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რაც განვლილ შეხვედრებში გვქონდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვიგოთ 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამისათვის კი ესპანეთთან მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება“, – აღნიშნა მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის სეზონის დასვკნითი შეხვედრა, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის 20 მარტს, „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი მორაგბეები ტურნირის ჩემპიონობას იზეიმებენ.

თეგები ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებილევან მაისაშვილირაგბირაგბი ევროპის ჩემპიონატირუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
ირაკლი გოგვაძე

ირაკლი გოგვაძე

დაკავშირებული სიახლეები

რაგბი

ბორჯღალოსნებმა რუმინეთი უმძიმეს ბრძოლაში, 23:26 დაამარცხეს

12 მარტი, 2022 21:25
რაგბი

ქართველი მორაგბე უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამარაგებს

10 მარტი, 2022 16:26
რაგბი

ოფიციალურად: ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებენ

10 მარტი, 2022 15:12
რაგბი

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ორი დასკვნითი თამაშისთვის

4 მარტი, 2022 17:59

პოპულარული

  • მიზნები და მოლოდინი უფრო დიდი იყო, მაგრამ ამჯერად მე-3 ადგილს დავჯერდით – ინტერვიუ ანრი ფარსენაძესთან

    323 გაზიარებები
    გაზიარება 129 Tweet 81
  • მე-7 მარცხი – ტოჩინოშინმა ბაშოს აუთსაიდერთანაც წააგო | VIDEO

    227 გაზიარებები
    გაზიარება 91 Tweet 57
  • ანდრეას კრისტენსენი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს

    156 გაზიარებები
    გაზიარება 62 Tweet 39
  • 9 ძმა! – ლაშა ბექაური პირველ ქართულ ბლოკბასტერში | VIDEO

    431 გაზიარებები
    გაზიარება 172 Tweet 108
  • სიმონე ინძაგი: მეტოქეს საქმე გავუმარტივეთ

    146 გაზიარებები
    გაზიარება 58 Tweet 37

რეკომენდირებული

ჭიდაობა

მინდა, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო და ბევრი წარმატება მოვუტანო – ინტერვიუ ევროპის ჩემპიონ გიორგი ჩხიკვაძესთან

12 მარტი, 2022 18:00
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია!

18 მარტი, 2022 15:13
ფეხბურთი

მიზნები და მოლოდინი უფრო დიდი იყო, მაგრამ ამჯერად მე-3 ადგილს დავჯერდით – ინტერვიუ ანრი ფარსენაძესთან

18 მარტი, 2022 23:19

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - ყველა უფლება დაცულია

12+

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - All rights reserved

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In