UFC-ის სტაჟიანი ქომაგობა სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ ლუკ როქჰოლდი იცოდე. ამერიკელ მებრძოლს არაერთი ბრძოლა ჩაუტარებია და ბევრჯერაც გამარჯვება უზეიმია, თუმცა 2019 წელს პოლონელ იან ბლაჰოვიჩთან წააგო და გადაწყვიტა დროებით აქტიურ სპორტს შეშვებოდა.’
ახლა კი როქჰოლდმა გადაწყვიტა ოქტაგონს ისევ დაუბრუნდეს და საამისოდ კარგი მიზეზიც აქვს. მან მწვრთნელობა არც მეტი არც ნაკლები ხაბიბ ნურმაგომედოვს შესთავაზა და დაღესტნელი ჩემპიონიც ამ გამოწვევას დათანხმდა.
„ხაბიბმა მიიღო გადაწყვეტილება მწვრთნელობის პასუხისმგებლობა აიღოს. ის ჩემთან მუშაობას დათანხმდა და მზად არის ოქტაგონზე ჩემს დაბრუნებაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.
ხაბიბს სურს გახდეს წლის მწვრთნელი. მისი სურვილის ამ საქმეშიც ისეთივე მაგარი იყო, როგორც აქტიურ სპორტში ყოფნის პერიოდში. რაც მთავარია, ხაბიბმა გადაწყვიტა მამამისის გზას დაადგეს“ – ამბობს ლუკ როქჰოლდი.
ვერაფერს იტყვი, მართლაც მნიშვნელოვანი ამბავია. ვნახოთ, დაიპყრობს თუ არა ხაბიბ ნურმაგომედოვი ისეთივე მაღალ მწვერვალებს მწვრთნელის ამპლუაში.








