ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მატჩში თბილისის “ლოკომოტივი” სტუმრად რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხა.
შეხვედრა დედაქალაქური გუნდის მინიმალური უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის 41-ე წუთზე ბექა დარცმელიას პასს ირაკლი სიხარულიძე გამოეხმაურა და თავისი გუნდი დააწინაურა.
მეორე ტაიმში შეხვედრის 88-ე წუთზე გიორგი ყრუაშვილმა რატი მჭედლიშვილის წითელი ბარათი მისცა და თბილისური კლუბი 10 კაცით დარჩა, თუმცა იმერლებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ერთ ბურთიანი სხვაობით იმარჯვა.
თბილისის “ლოკომოტივი” 26 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილზეა, ქუთაისის “ტორპედო” კი 25 ქულით მე-7 ადგილს ინარჩუნებს.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას შინ თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს, კახა ჩხეტიანის გუნდი კი წყლატუბოს “სამგურალს” ესტუმრება.








