საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი დამსახურებული გამარჯვებით დაასრულა. ჩვენმა გუნდმა ჯგუფის ლიდერი, შვედეთის ნაკრები ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ესპანური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. AS-მა და Marcam ქართველი ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.
„ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთის ნაკრების საუკეთესო მეგობარი გახდა. შვედეთის ნაკრების კარში მის მიერ გატანილი ორი გოლით, ესპანეთის ნაკრებისთვის ყატარის მუნდიალზე პირდაპირ მოხვედრის შანსები საგრძნობლად გაიზარდა“, – წერს Marca.
AS-ის გამოეხმაურება ასეთია: „კვარაცხელიას დუბლმა ბათუმში სასწაული შექმნა. ქართველმა შემტევმა იბრაჰიმოვიჩის ეფექტი გაანეიტრალა და შვედეთს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება გაურთულა“.
ვილი სანიოლის გუნდი 2021 წელს ამხანაგური მატჩით დაასრულებს, რომელსაც 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთთან ჩაატარებს.








