“ვალენსია” ლა ლიგის მე-4 ტურში ოსასუნას სტუმრად დაუპირისპირდება. ესპანური გამოცემების ვარაუდით, “ღამურების” კარს ისევ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
მატჩის წინ ვალენსიას მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა პრესკონფერენცია გამართა და მათ შორის ისაუბრა თუ ვინ ითამაშებს “ოსასუნასთან”, მამარდაშვილი თუ ნიდერლანდელი იასპერ სილესენი.
“იცით, რომ გიორგი ეროვნულ ნაკრებში იყო და მოგვიანებით შემოგვიერთდა, მაგრამ უკვე ვიცით, ვინ ითამაშებს კარში. ამ პოზიციაზე დიდი კონკურენცია გვაქვს და ეს გუნდისთვის ძალიან კარგია”, – თქვა ბორდალასმა.
ესპანურ გამოცემებს “ვალენსიას” სავარაუდო ძირითად შემადგენლობაში ისევ მამარდაშვილი უწერიათ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის განვლილ სამ ტურში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა და პირველი ტურის საუკეთესო მეკარედაც დაასახელეს.








