ბათუმის “დინამო” ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ეს ყველაფერი დიდ წილად დაბალანსებული შემადგენლობის ხარჯზე მოხდა.
ბათუმის “დინამოს” რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული 19 წლის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი იყო. აზაროვმა ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა და მისი ფასი Transfermarkt-ზე ერთი მილიონი ევროა. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენით თურქული “ტრაბზონსპორი” აქტიურადაა დაინტერესებული. თურქული კლუბი მზადაა, რომ აზაროვში 1.3 მილიონიდან 1.6 მილიონამდე გადაიხადოს. თუმცა როგორც ცნობილი ხდება ბათუმის “დინამომ” შეთავაზება ჯერჯერობით დაბლოკა და ახალ უფრო სარგებლიან წინადადებას ელოდება. შესაძლოა აზაროვი ამ წელს ისევ ბათუმში დარჩეს და კლუბს ევროტურნირებზე აქტიურად დაეხმაროს.
ბათუმის “დინამოს” ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონიც რუსული და ყაზახური კლუბების რადარზეა. ჯოვინოს ერთი წლის წინ 3 მილიონამდე ფასობდა, თუმცა ახლა მისი სატრანსფერო ღირებულება 550 000 ევროა.
“დინამო” ორი ლიდერის გაყიდვის შემთხვევაში საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მათი მიზანი სხვა ქართული კლუბებისგან განსხვავებით, მთავარი ბირთვის შენარჩუნება და უფრო ძლიერი მოთამაშეების დამატებაა.





