ახლახანს უკრაინაში სათამაშოდ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის საბა კვერკველია “მეტალისტი 1925-ში” გადავიდა.
ხარკოვის გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალერი კრივენცოვი ირწმუნება, რომ 29 წლის ქართველი ფეხბურთელი ფორმაში შედის და უახლოესი მატჩებისთვის მზად იქნება.
“საბა ფორმაში დგება. გასაგებია, რომ სასწაული არ ხდება. როდესაც მოთამაშე ივნისიდან სათამაშო პრაქტიკის გარეშეა, გარკვეული დროა საჭირო. მომზადების პროცესის ფორსირებას მასთან ერთად ვახდენთ. იმედი გვაქვს, რომ მისი გამოცდილება და თამაშის ხედვა, უკვე უახლოეს მატჩებში ძალიან გამოგვადგება”, – ამბობს კრივენცოვი.
შეგახსენებთ, რომ აქამდე საბა კვერკველიას კარიერა მთლიანად რუსეთს უკავშირდებოდა, სადაც 2011 წლიდან თამაშობდა და “რუბინის,”, “ნეფტეხიმიკის”, მოსკოვის “ლოკომოტივისა” და “როტორის” ღირსებას იცავდა.
“მეტალისტი 1925” უკრაინის ჩემპიონატში გასული 11 ტურის შემდეგ, 16 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.







