დავიდ ალაბა ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება. ავსტრიელ ფეხბურთელს „ბაიერნთან“ კონტრაქტის ვადა ეწურება და მიუნხენური გუნდის დატოვებას აპირებს.
ბუნებრივია, მის მიმართ მყისვე გაჩნდა არაერთი ევროპული გრანდის ინტერესი. უცხოურ მედიაშიც ალაბას მომავლის შესახებ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.
გერმანული პრესის მტკიცებით, დავიდ ალაბამ უკვე გაისტუმრა უარით „პსჟ“. ფრანგულმა გრანდმა ავსტრიელ ფეხბურთელს საკმაოდ სარფიანი წინადადებით მიმართა, თუმცა ამაოდ.
იქვე გაჩნდა ახალი ინფორმაციაც. ალაბას გადაბირება „ჩელსისაც“ სურდა, მაგრამ 28 წლის ფეხბურთელმა ლონდონელ არისტოკრატებსაც თავაზიანი უარი სტკიცა.
საქმე იმაშია, რომ დავიდ ალაბას კარიერის გაგრძელება მხოლოდ ესპანეთში სურს და სად ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ალაბას სურვილია „რეალის“ ან „ბარსელონას“ მაისური მოირგოს.
ამასობაში, ესპანურმა პრესამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავიდ ალაბას კატალონიური გრანდი უკვე შეუთანხმდა და ისიც მომავალი სეზონიდან „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდებაო.





