საბა კვირკველიამ უკრაინა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
30-საათიანი მგზავრობის შემდეგ ქართველი მცველი მოლდოვაში გადავიდა, საიდანაც რუმინეთის და თურქეთის გავლით ხვალ საქართველოში ჩამოფრინდება.
შეგახსენებთ, რომ საბა კვირკველია უკრაინულ კლუბს, ხარკოვის “მეტალისტს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
საქართველოს ნაკრების მცველი მანამდე კი მოსკოვის “ლოკომოტივის” საკუთრება იყო.





