ესპანურმა გამოცემა elgoldigital-მა ვალენსიას მეკარეების შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბმა იასპერ სილესენის გაყიდვა გადაწყვიტა. როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, გიორგი მამარდაშვილმა სამწვრთნელო შტაბი დაარწმუნა, რამაც კლუბის ხელმძღვანელობას საშუალება მისცა გუნდიდან გაუშვას ფეხბურთელი, რომელსაც მაღალი ანაზღაურება აქვს.
elgoldigital: “პრესეზონი ძალიან კარგად გამოიყენეს, როგორც ვალენსიამ, ასევე მისმა ახალგაზრდა მეკარემ, რომელიც იასპერ სილესენის ტრავმის შემდეგ ნამდვილი შვება გამოდგა. ვგულისხმობთ 20 წლის გიორგი მამარდაშვილს, რომელიც ვალენსიას ახალი მთავარი მეკარე გახდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ის ამ ზაფხულს დაიმატეს, რათა ვალენსია მესტალიაში (მეორე გუნდი) ეთამაშა, მაგრამ ბორდალასმა მას ლა ლიგის მატჩების წინ შანსი მისცა. მისი თამაშები გადამწყვეტი იყო, რითაც სამწვრთნელო შტაბი დაარწმუნა თავის შესაძლებლობებში. ბორდალასმა გადაწყვიტა, რომ ის გუნდში შეინარჩუნოს.
მამარდაშვილთან კონტრაქტის გაფორმება ავტომატურად ნიშნავს, რომ ვალენსია ერთ-ერთმა მეკარემ უნდა დატოვოს და როგორც ჩანს, ეს სილესენი იქნება. ბორდალასს არ მოუწევს ფიქრი მის ხარისხიან შემცვლელზე, რადგან უკვე ჰყავს ქართველი მეკარე. გუნდის მენეჯმენტმა იდეალური შესაძლებლობა იპოვა ხარჯების შესამცირებლად, სხვა პოზიციების გაწმენდის გარეშე და ყველაფერი მიუთითების კლუბიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის წასვლაზე. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ნიდერლანდელ იასპერ სილესენზე, რომელიც 20 წლის ფეხბურთელმა დაჩრდილა და გასაშვებად გაწირა. პრინციპში, მოსალოდნელი იყო, რომ ვალენსიას ხაუმე დომენეკი დატოვებდა, მაგრამ ბარსელონას ყოფილი მეკარის ანაზღაურება განმსაზღვრელი ფაქტორი გამოდგა.
სილესენთან დამშვიდობების შემდეგ კი ქართველი ძირითადში შანსს მუდმივად მიიღებს. ამ დროისთვის ვალენსიას შემადგენლობაში 4 მეკარეა – იასპერ სილესენი, ხაუმე დომენეკი, გიორგი მამარდაშვილი და კრისტიან რივერო. ეს უკანასკნელი უახლოეს დღეებში იჯარით ალბათ ლეგანესს შეუერთდება. ამრიგად, ბორდალასს ამ სეზონში მხოლოდ ორი მეკარე ეყოლება. ერთი მათგანი იქნება დომენეკი, მაგრამ მეორე არ იქნება ნიდერლანდელი, რადგან ეს პოზიცია მამარდაშვილმა დაიკავა. ამგვარად, ვალენსიას მენეჯმენტი სილესენს სთავაზობს წასვლა დააჩქაროს და ამით შეძლოს დიდი თანხის დაზოგვა. ამ ოპერაციის დასრულებამდე კი ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ “ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილი “დინამო თბილისიდან’ ერთწლიანი იჯარით დაიმატა და მისი გამოსყიდვის უფლება აქვს. მამარდაშვილმა ლა ლიგის პირველ ტურში “ხეტაფესთან” ბრწყინვალედ ითამაშა, 4 სეივი მიითვალა და კარი მშრალად შეინახა.








