ვილი სანიოლი თბილისშია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელი საქართველოს დედაქალაქში 21 თებერვალს ჩამოვიდა და პირველი რაც გააკეთა, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდა, შემდეგ კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „დინამოს“ და „გაგრას“ შორის გამართულ სუპერთასის მატჩს დაესწრო.
ლევან კობიაშვილმა, ჯვაროსნების ფრანგ სპეციალისტს სიმბოლურად ეროვნული ნაკრების მაისური გადასცა.
სუპერთასის მატჩი კი დაძაბული და თვალსასეირო საყურებელი გამოდგა, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა და პენალტების სერიაში თბილისის „დინამომ“ იმარჯვა.
ვილი სანიოლს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი სერიოზული გამოცდა 25 მარტს ელის, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში, ჯვაროსნები სტოქჰოლმში შვედებს დაუპირისპირდებიან.





