ნიდერლანდების ნაკრების 32 წლის მეკარე იასპერ სილესენი “ვალენსიაში” თავისი უთამაშებლობით უკმაყოფილოა.
გავლენიანი სპორტული გამოცემა MARCA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იასპერი გუნდის მთავარ მწვრთნელს ხოსე ბორდალასს ესაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციით, სილესენი იმედოვნებდა, რომ “ოსასუნას” წინააღმდეგ კარში სწორედ ის იდგებოდა და ასე არ მოხდა, სწორედ ამიტომ მოითხოვა მან გუნდის მთავარ მწვრთნელთან შეხვედრა.
თავად ბორდალასი კი 32 წლის მეკარეს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
გავლენიანი მადრიდული გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მადრიდის “რეალთან” კარში კვლავ გიორგი მამარდაშვილი იდგება.
20 წლის ქართველი მეკარის გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 სექტემბერს მესტალიაზე მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გამართავს.







