საქართველოს ნაკრების და “სერენის” 21 წლის ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ “სენტ ტრუიდენს” გაუტანა. ბელგიის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში “სერენმა” “სენტ ტრუიდენი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
გიორგი მიქაუტაძე საოცარ ფორმაშია, 21 წლის თავდამსხმელმა ბელგიის ჩემპიონატში 10 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
“სერენი” 16 ტურის შემდეგ ჟუპიერლიგაში 19 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება.








