ლიგა 1-ის ახალი სეზონისთვის ემზადება გიორგი მიქაუტაძის “მეცი”, რომელმაც 30 და 31 ივლისს ორი ამხანაგური მატჩი გამართა, საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის გუნდთან და “მონპელიესთან”. პირველი შეხვედრა გასაიდუმლოებული იყო, ის დაიხურა. მართალია, ბევრი წყარო მეცის მე-4 გოლს მიქაუტაძეს უთვლის, მაგრამ სინამდვილეში მან საგოლე პასი მიითვალა.
ამ ორ თამაშში ქართველ ფორვარდს 9-ნომრიანი მაისური ეცვა.9 ნომერი გასულ სეზონში მეცის ფორვარდ ტიერი ამბროუზს ჰქონდა, 24 წლის შემტევი ოსტენდეში გადავიდა და ნომერიც განთავისუფლდა. პრესტიჟული ნომრის პატრონი კი გიორგი მიქაუტაძე გახდა.
ცნობისთვის, “ტრანსფერმარკტი” ქართველ ფორვარდს 1.2 მილიონ ევროდ აფასებს.








