ბელგიის თასის 2021/22 წლების გათამაშების ფინალურ საკვალიფიკაციო რაუნდში “სერენმა” სტუმრად ქართველი ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ჰეთ თრიკით 3:0 დაამარცხა “ლოკერენი” და ბელგიის თასის 1/16-ფინალში გავიდა.მატჩის შემდეგ გიორგიმ ბელგიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
“ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი ხანია, რაც მატჩი სრულად არ ჩამიტარებია, ბოლოს ეს ბევერენთან მოხდა. ჩემი გუნდი თავიდან ვიპოვე და ის თავიდან შევიგრძენი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, აქედან არც წავსულვარ.
პირადად ჩემთვის ამ ჰეთ თრიკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სამომავლოდ მაიმედებს”, – განაცხადა გიორგიმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე “მეცმა” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კვლავ 1-წლიანი იჯარით გაუშვა ბელგიურ “სერენში”, რომელიც ახლა ჟუპილერ ლიგაში თამაშობს.





