გიორგი მამარდაშვილი World Soccer-ის ნოემბრის ნომერში მოხვდა. ბრიტანულმა საფეხბურთო ჟურნალმა საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე ევროპაში მოთამაშე ექვს საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებიც მიმდინარე სეზონში იჯარით თამაშობენ.
გიორგი მამარდაშვილი ამ სიაში მეორეა, მას ნუნუ მენდეში, მირალემ პაიანიჩი, ტიმო ბაუმგარტლი და დანილა პროხინი ჩამორჩებიან.
„ქართველი მეკარე „ვალენსიაში“ „დინამო თბილისიდან“ 12-თვიანი იჯარით გადმოვიდა და შესაბამისად, მისი განვითარების გეგმა ხანგრძლივია.
სილესენისა და დომენეკის ტრავმების წყალობით, ახალგაზრდა ქართველს ლა ლიგის ახალ სეზონში შანსი მიეცა. მან შესანიშნავი სეივი შეასრულა “ხეტაფესთან” მოგებულ შეხვედრაში და ახლა ის ჩაბმულია კონკურენციაში, რადგან პირველი მეკარე გახდეს ვალენსიაში“, – წერს ბრიტანული ჟურნალი.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ „დინამო თბილისიდან“ ზაფხულში იჯარით გადავიდა და ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 6 მატჩში ითამაშა.





