ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩში “ვალენსიამ” შინ “ატლეტიკ ბილბაო” მიიღო. აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი ღამურების სათადარიგოთა სკამზე იყო.
შეხვედრის შემდეგ ვალენსიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ახალგაზრდა ქართველ მეკარეზე ისაუბრა:
“მამარდაშვილმა დაკისრებულ მისიას თავი კარგად გაართვა. ის თავიდანვე მშვენიერი იყო და მოლოდინებსაც გადააჭარბა.ბოლო ორი მარცხის შემდეგ ჩავთვალეთ, რომ კარში ისეთი გამოცდილების მქონე მეკარე უნდა დამდგარიყო, როგორიც იასპერ სილესენია. გიორგი კი ძალიან ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. მას დრო სჭირდება, რომ უფრო განვითარდეს და პროგრესი აჩვენოს.” – განაცხადა ხოსე ბორდალასმა
შეგახსენებთ, რომ “ვალენსია” მომდევნო შეხვედრას სტუმრად “კადისის” წინააღმდეგ გამართავს.








