როგორც უკვე ვწერდით, დინამო არენაზე ესპანეთის ნაკრების ვარჯიში სკანდალური აღმოჩნდა, რადგან შუქი ჩაქრა და ჩვენმა მეტოქემ ვარჯიშის დასრულება ვერ შეძლო.
ამაზე ესპანური გამოცემები წერენ და ერთგვარ „საბოტაჟადაც“ კი აფასებენ.
El Espanol: „ეროვნულ ნაკრებს ბოლო წლებში ყველაზე ირეალური ვარჯიში ჰქონდა. ესპანელ ფეხბურთელებს ორჯერ შეუშალეს ხელი, ჯერ მოედანზე ფანები შეიჭრნენ. შემდეგ კი სტადიონზე შუქი ჩაქრა და გუნდი იძულებული გახდა, ვარჯიში ნაადრევად დაესრულებინა. ეს იყო ფურია როხას “ბოიკოტი” თბილისში“.
OK Diario: „საბოტაჟი საქართველოში? სტადიონზე შუქი ჩაქრა და გუნდმა ვერ ივარჯიშა მისთვის მნიშვნელოვანი მატჩის წინ, რომელშიც სასიცოცხლოდ აუცილებელია გამარჯვების მოპოვება“.
COPE: „საქართველოს ნაკრებს, რომელმაც მანამდე ივარჯიშა დინამო არენაზე არანაირი პრობლემა არ შექმნია. ასე რომ, გუნდები არათანაბარ სიტუაციაში მოხვდნენ. “როხას” ტურბულენტური სტარტი თბილისში“.
MARCA: „შუქი ჩაქრა “დინამო არენაზე” და ფეხბურთელები თავიანთი მობილურებით ინათებენ გზას გასახდელისკენ. ასეთი ინციდენტი, საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე არ მომხდარა“.
EFE: „მას მერე, რაც ვარჯიში ჩაიშალა, ფეხბურთელებს სიბნელეში მოუწიათ შხაპის მიღება და მობილურების შუქზე გამოცვლა. გამოდის, რომ ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩის წინ სრულფასოვანი ერთი ვარჯიშიც არ ჩაუტარებია“.








