თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში არიან სატრანსფერო ექსპერტები, რომლებიც სიტყვას ჰაერზე არ ისვრიან და მათ ნათქვამს წყალი არ გაუვა. ერთ-ერთი ასეთი კი იტალიელი ექსპერტი ფაბრიციო რომანოა, რომელიც საზოგადოებას და განსაკუთრებით ფეხბურთის მოყვარულთ ამცნობს, რომ კუნ აგუერო კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.
„მანჩესტერ სიტის“ არგენტინელი ფორვარდი ინგლისური გუნდის დატოვებას რომ აპირებდა ეს არახალი ამბავია. ამის შესახებ თავად აგუერომაც არაერთხელ ისაუბრა, თუმცა მისი მომავალი ამ დრომდე ბუნდოვანი იყო, თუმცა არგენტინელის სახელს არაერთ გრანდს კი უკავშირებდნენ.
ჰოდა, აგერ უკვე გადაწყვეტილი ამბავი ყოფილა, რომ შეთანხმება მიღწეულია, ყველა დეტალი შეთანხმებულია და აგუეროც კატალონიურ გრანდში გადაბარგდება. გამოცდილი არგენტინელი შემტევი „ბარსელონაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის და იქ მინიმუმ 2023 წლის ივნისამდე დარჩება.
ხელშეკრულების ის მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ფინანსურ გარემოებებს ითვალისწინებს ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში კუნ აგუერო ხელფასის გარდა სოლიდურ ბონუსს მიიღებს.
ამრიგად, აგუერო და მესი მართლაც რომ საინტერესო შემტევი დუეტი იქნება.





