შარლოტ მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმს ბორეგომ „თანდერთან“ დრამატულ მატჩში მარცხის შემდეგ (107: 109) , ჟურნალისტებს ახალბედა ლამელო ბოლზე შთაბეჭდილებები გაუზიარა.
ბორეგომ შეაქო ლამელო, რომელმაც პარკეტზე 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. მაგრამ აღიარა, რომ მას ახალგაზრდა კალათბურთელისთვის დამატებითი სათამაშო დროის გამონახვა გაუჭირდება.
„ლამელომ ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა მის ყველა მომენტს ვიდეოში უფრო ღრმად გავაანალიზებ. მის პროდუქტიულობაში დარწმუნებული ვარ.
ძნელი სათქმელია, შემიძლია თუ არა მისთვის დამატებითი სათამაშო დროის პოვნა. სიტუაცია ისეთია, რომ გუნდში ამ პოზიციაზე, მელოს გარდა რამდენიმე ბიჭი გვყავს, რომლებსაც წუთების ხარისხიანად გამოყენება შეუძლია, როტაციის შეცვლა მომიწევს.
ლამელომ მუშაობა უნდა გააგრძელოს და მეც ჩემს საქმეს მივხედავ. ჩემი ამოცანაა კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედო,“- განაცხადა ბორეგომ.
.@MELOD1P absorbs the contact and still gets the bucket‼️ pic.twitter.com/CdNapPxejA
— Charlotte Hornets (@hornets) December 27, 2020





