ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალშია. ჩოგბურთის ქომაგები და ზოგადად სამეფო სპორტის სპეციალისტები ამ ამბავს ფანსტასტიკის სფეროს ნამდვილად არ მიაწერენ, მაგრამ სერბის მომავალი მეტოქისთვის, მელბურნული თავგადასავალი უსათუოდ რეალური ზღაპარია.
ნოლე ფინალში გასასვლელად რუს ასლან კარაცევს დაუპირისპირდება. „ის მოვლენები, რაც მელბურნში ჩემს ირგვლივ ვითარდება, მხოლოდ ერთი სიტყვით შემიძლია შევაფასო – ეს ნამდვილი ფანსტასტიკაა“ – იტყვის რუსი მეჩოგნე გრიგორ დიმიტროვის დამარცხების და წლევანდელი ავსტრალიის ღია პირველობის საუკეთესო ოთხეულში გასვლის შემდეგ. ასლან კარაცევი რეიტინგის 114-ე ნომერია და უდავოთ შეგვიძლია მიმდინარე მეიჯორის მთავარ აღმოჩენად მივიჩნიოთ.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი გზად ალექსანდრე ზვერევი ჩამოიშორა. მატჩი 3 საათი და 30 წუთი გაგრძელდა, რომელშიც ნოლემ გერმანელი ჩოგბურთელი სეტებში 3:1 დაამარცხა. ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა ჯოკოვიჩის მხარეს არის – 7:2.
შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 8-გზის ჩემპიონია და მეცხრე ტიტულამდე ორი გამარჯვება აშორებს.





