პორტუს ოფიციალურმა გვერდმა გიორგი აბუაშვილის ფოტოები გამოაქვეყნა და ქართველი შემტევი ოფიციალურად წარადგინა. გიორგიმ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ის პორტუს მეორე გუნდში ითამაშებს და 47-ნომრიან მაისურს მოირგებს.
”ოცნება ახდა. ვერ ვითმენ, ისე მსურს პირველ გუნდში თამაში”, – განაცხადა პორტუს გვერდთან აბუაშვილმა.
დინამოს აკადემიის აღზრდილი პორტუგალიის მეორე ლიგაში იასპარეზებს. პორტუს მეორე გუნდი შარშანდელ სეზონში გავარდნას ბოლო ტურში გადაურჩა, მათ 32 ქულა დააგროვეს და მე-16 ადგილზე გავიდნენ.





