“პორტუს” 19-წლამდე გუნდის ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი აბუაშვილმა “რიო ავეს” 19-წლამდე გუნდს გაუტანა. აღნიშნული დაპირისპირება, ფრედ 1:1 დასრულდა.
შეხვედრის 82-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე გიორგი აბუაშვილმა წონასწორობა აღადგინა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
“პორტუ” პორტუგალიის 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 7 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი აბუაშვილი პორტუგალიურ გრანდს სეზონის დასაწყისში თბილისის “დინამოდან” შეუერთდა.





