ქართველი ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ წყვილთა თანრიგში ბუენოს აირესის ტურნირი მოიგო.
გორგოძემ ირინა მარია ბარასთან ერთად ფინალში არგენტინელ მარია კარლესა და ბერძენ დესპინა პაპამიხაილს 5:7, 7:5, 10:4 მოუგეს.
აღსანიშნავია, რომ გორგოძე და ბარასი ამ ტურნირზე პირველ ნომრად იყვნენ განთესილები.
ქართველი ჩოგბურთელი ბუენოს აირესში ერთეულთა თანრიგშიც ასპარეზობდა, მაგრამ მეოთხედფინალში ეგვიპტელ მაიარ შერიფთან დამარცხდა.








