თბილისის „დინამო“ კლუბის ყოფილ თავდამსხმელთან, ზორან მარუშიჩთან სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ კლუბმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.
თბილისის „დინამოს“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„დინამო თბილისი ზორან მარუშიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას იწყებს. სერბმა ფეხბურთელმა ცალმხრივად, თვითნებურად დაარღვია დინამოსთან არსებული მოქმედი ხელშეკრულება. მიუხედავად დინამო თბილისთან მოქმედი კონტრაქტისა, ფეხბურთელმა მიიღო კარიერის უცხოეთში გაგრძელების გადაწყვეტილება და კლუბთან დადებული კონტრაქტის გარდა, დაარღვია ფიფას საერთაშორისო სამართლის ნორმები.
„კლუბმა ზორან მარუშიჩთან 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში გააქტიურა კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი, რომელის მიხედვითაც მხარეებს შორის კონტრაქტი ავტომატურად, 2022 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით დინამო თბილისმა შესაბამისი ღონისძიების გატარება უკვე დაიწყო.“ – განაცხადა დინამო თბილისის სპორტულმა დირექტორმა, ალექსანდრე რეხვიაშვილმა.
მოვუწოდებთ სხვადასხვა მედიასაშუალებებს, კლუბში მიმდინარე ამ და სხვა საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ დინამო თბილისის პრესსამსახურთან.“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის, წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბმა ფეხბურთელმა „დინამო“ დატოვა და კარიერას უზბეკეთის ჩემპიონატში, ნამანგანის „ნავბახორში“ გააგრძელებს.








