თბილისის „დინამოს“ ყოფილ თავდამსხმელს, ზორან მარუშიჩს დედაქალაქურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ უზბეკურ „ნავბაჰორში“ წავიდა, სადაც მას მეტი ხელფასი შესთავაზეს.
მარუშიჩმა Sports.uz-თან ინტერვიუში “დინამოდან” წამოსვლაზე ისაუბრა.
“ჩემს ადვოკატებს დაუკავშირდით და ისინი ყველაფერს გეტყვიან. მკითხეს, პრობლემის მიუხედავად მინდოდა, თუ არა „დინამოში“ დარჩენა, მე კი წასვლა მსურდა. ის, რომ კონტრაქტი დავარღვიე, ეს აბსოლოტურად მცდარია.
საქართველოში ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ლეგიონერი, საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ასისტენტი გავხდი. ერთი საუკეთესო მეკარის ტიტული არ მოუციათ“, – განაცხადა სერბმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისური კლუბის დატოვების შემდეგ, „დინამომ“ ოფიციალურ განცხადებაში სერბი ფეხბურთელი კონტრაქტის დარღვევაში დაადანაშაულა და მის მიმართ სამართლებრივი დავის დაწყება დაანონსა.
ცნიბისთვის, მარუშიჩმა გასულ სეზონში საქართველოს ვიცე-ჩემპიონების შემადგენლობაში 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.








