“უიპეშტის” 27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ “პუშკაშ აკადემის” წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. უნგრეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში “უიპეშტმა” შინ “პუშკაშ აკადემი” მიიღო და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.
ბუდუმ შეხვედრის 32-ე წუთზე გოლი გაიტანა, მატჩის 72-ე წუთზე კი საგოლე გადაცემა შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.
“უიპეშტი” მომდევნო შეხვედრას 12 მარტს “დებრეცენის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
27 წლის ქართველი თავდამსხმელი მილოს კრუშიჩის გუნდს “ფეჰერვარიდან” 6-თვიანი იჯარით შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ “უიპეშტის” მაისურით ჩატარებულ 3 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.








