“ჟილინასა” და გორის “დილას” მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა “დილას” დამრიგებელმა.
ანდრეი დემჩენკო: “ჟილინა” არის ახალგაზრდული, ტექნიკური და გამართული გუნდი. ჩვენ ვიცოდით, როგორ ითამაშებდნენ ისინი. პირველი ტაიმის ბოლოს ვერ გამოვიყენეთ მომენტი, რომელსაც შეეძლო, თამაშში ჩვენი დაბრუნება. ეს სასტიკი ანგარიშია ჩვენთვის. არადა, ბევრი კარგი მომენტი გვქონდა. 0:3-ის შემდეგ ჩვენ აღარაფერი გამოგვდიოდა, ფსიქოლოგიურად გავტყდით. “ჟილინა” კომპფორტული ანგარიშით გვესტუმრება, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი გულშემატკივრებისთვის!.. ჟილინაში შესანიშნავი საფეხბურთო აკადემიაა, სლოვაკეთისა და ჩვენს ლიგებს შორის დიდი განსხვავებაა, “ჟილინას” ფეხბურთელები ახალგაზრდები, ძალიან სწრაფები და ტექნიკურად კარგად მომზადებულები არიან, ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ასე არ არის”.
საპასუხო შეხვედრა გორში 15 ივლისს გაიმართება.





