გიორგი არაბიძე გორის “დილასთან” შეხვედრას გამოტოვებს. ქუთაისის “ტორპედო” ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ოფიცილაურ განცხადებას ავრცელებს:
“სამწუხაროდ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გორის „დილასთან“ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს გიორგი არაბიძე.
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ მხრიდან ამ ტრანსფერის განსახორციელებლად დოკუმენტაცია სრულად იქნა მიწოდებული, პორტუგალიური მხრიდან სამტრედიასა და არაბიძის შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებისა და სათანადო დოკუმენტაციის არ გამოთხოვნის გამო, პროცესი შეფერხდა. ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ პრობლემის აღმოფხვრას და იმედს ვიქონიებთ, რომ უკვე მომდევნო მატჩში ვიხილავთ ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეულს.” – წერია ინერული გუნდის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს 18:30 საათზე გია ცეცაძის გუნდი გორის “დილას”დაუპირისპირდება.








