ისრაელის ქალაქ თელ-ავივში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი ნახევარფინალში გავიდა.
გამოცდილმა სპორტსმენმა 1/8 ფინალში უზბეკ ბეკმუროდ ბოლტაბოევს სძლია, 1/4 ფინალში მონღოლი ერდენეხუ დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
გურამის მსგავსად ასპარეზობას, ილია სულამანიძე (100 კგ) , ონისე ბუღაძე (+100კგ) და ონისე სანებლიძე (100 კგ) განაგრძობენ.
დღეს საქართველოს სახელით ასევე, უშანგი მარგიანმა (90 კგ) და სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) იაპსარეზეს, თუმცა სპორტსმენები ასპარეზობას გამოეთიშნენ.
გურამ თუშიშვილის მეტოქე ნახევარფინალში ტაჯიკი თემურ რახიმოვი იქნება.








