ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონმა თურქულ შეკრებაზე მორიგი სპარინგ მატჩი გამართა. კახა ცხადაძის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში მოსკოვის „დინამოს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გული პირველ ტაიმში, მე-20 წუთზე უსმანე კამარამ გაიტანა, რომელმაც თორნიკე კირკიტაძის კარგი მოქმედების შემდეგ, მისივე პასი ზუსტად გამოიყენა.
თბილისური კლუბი მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს, დანიური „რანდერსის“ წინააღმდეგ გამართავს.








