საშობაო შესვენების შემდეგ, იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში „მილანმა“ საკუთარ მოედანზე „რომა“ 3:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
„როსონერის“ U18-ის 17 წლის მეკარე, ლაპო ნავა მთავარი გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა და მას კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. საგულისხმოა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ლაპო ნავა გუნდის ავტობუსშიც არ ასულა და სახლში მეტროთი დაბრუნდა.
ცნობისთვის, 17 წლის მეკარე „მილანის“ ყოფილი მცველის და ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელის, სტეფანო ნავას ვაჟი გახლავთ. სტეფანოს „მილანის“ შემადგენლობაში 47 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 9 ტიტული აქვს მოგებული.








