24 თებერვალს უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ბუნებრივია, ამ ფაქტმა მთელი სამყარო მოიცვა.
უკრაინის ნაკრებისა და “მილანის” ყოფილი ფეხბურთელი, ანდრეი შევჩენკო ზემოთხსენებულ ფაქტს გამოეხმაურა:
“დილით ადრე, რუსეთის მიერ დაწყებულ იქნა სრულმასშტაბიანი ომი. ჩემი ხალხი და ჩემი ოჯახი საფრთხეშია. უკრაინას და მის მოსახლეობას სურს მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა. გთხოვთ, გევედრებით, მხარი დაუჭირეთ ჩვენს ქვეყანას და მოუწოდოთ რუსეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს მათი აგრესია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვინდა. ომი არ არის საჭირო. ომი არ არის პასუხი.” – განაცხადა ანდრეი შევჩენკომ.








